სამხრეთ კაროლინაში პრაიმერისთვის ემზადებიან

სამხრეთ კაროლინაში პრაიმერისთვის ემზადებიან

ნიუ ჰემფშირის პრაიმერიში მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ ხმების 40 პროცენტი მიიღო. ამ გამარჯვებამ მას საპრეზიდენტო მარათონის ერთპიროვნული ლიდერობა უბოძა. გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში, რომნიმ მომავალი პრაიმერის შესახებ ილაპარაკა, რომელიც სამხრეთ კაროლინას შტატში 21 იანვარს გაიმართება და იმ ადამიანის პოლიტიკური დაპირებებიც განიხილა, რომელიც შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე გახდეს. მიტ რომნის აქ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰყავდა მხედველობაში.

„დღეს, სამხრეთ კაროლინას ამომრჩეველს ვთხოვ ნიუ ჰემფშირის მოსახლეობას შეურთდნენ და გაერთიანებული ძალებით 2012 წელი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო ვადად აქციოს“.

კონგრესმენ რონ პოლზე, რომელმაც ნიუ ჰემფშირის პრაიმერიში მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა, ისე როგორც იუტას ყოფილ გუბერნატორ ჯონ ჰანთსმანზე რომნის გამოსვლას დიდი გავლენა არ მოუხდენია.

„მვე ვიტყოდი, რომ მესამე ადგილი ძალიან კარგი შედეგია ქალბატონებო და ბატონებო და ეს მე ბევრის გაკეთების საშალებას მაძლვეს.“

განაცხადა ჯონ ჰანთსმანმა, რომელმაც ნიუ ჰემფშირში ხმების რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა.

კიდევ ერთი კანდიდატი რიკ სანტორუმი, რომელმაც რომნისთან ბრძოლაში აიოვას შტატში გამართულ არჩევნებში მხოლოდ 8 ხმით წააგო, ნიუ ჰემფშირის შემდეგ საკუთარი თავი ჭეშმარიტ კონსერვატორად წარმოადგინა.

„ქალბატონებო და ბატონებო, ამ სრბოლაში ჩვენ ნამდვილი შანსი გვაქვს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ნამდვილ კონსერვატორებად დავიმკვიდროთ ჩვენი თავი.“

მაგრამ ამ ფონზე პოლიტიკური ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მიტ რომნის მეტოქეებს სამხრეთ კაროლინაში მოუწევთ თავიანთი უპირატესობის დამტკიცება.

ქრის გალდიერი წმინდა ანსელმის კოლეჯის პროფესორია. მისი განცხადებით:

„მეორეხარისხოვანი კანდიდატების საარჩევნო შტაბებმა ძალიან დიდი ფული და ენერგია დახარჯეს ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზე. ამიტომაც სამხრეთ კაროლინაში მათ გაუჭრდებათ, თუმცა სწორედ იქ უნდა მოახერხონ საკუთარი სიძლიერის ჩვენება, თუ არადა მათ თებერვლიდან მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია ვეღარ შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატებმა რომლებმაც კარგად დაგეგმეს სკაუთარი საარჩევნო მარათონი, ნიუ ჰემფშირის არჩევნებამდე ადრე სამრეთ კაროლინას ამომრჩევლებთან გამართეს შეხვედრები, რამაც მომავალ კვირას მათ წარმატებას უნდა შეუწყოს ხელი.

აღსანიშნავია, რომ მიტ რომნიმ უკვე დაიმსახურა რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატად ამერიკელი სენატორის ჯონ მაკეინის მოწონება. შეგახსენებთ, რომ მაკეინმა წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამხრეთ კაროლინას შტატის პრაიმერიში გაიმარჯვა. რომნის აქვს შტატის გუბერნატორის ნიკი ჰეილის აღიარებაც.

ანალიტიკოსების განცხადებით, თუ კონსერვატიულად განწყობილი კანდიდატები მიტ რომნის მხარს დაუჭერენ, ეს უკანასკნელი საყოველთაო არჩევნებში შესაძლოა მართლაც დაუპირისპირდეს ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენს ბარაკ ობამას.