დღეს ამერიკის წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, ეგრეთ წოდებული, „სუპერ სამშაბათია.“
ამერიკის 10 შტატში ამომრჩევლები რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს უყრიან კენჭს საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად.
დღის ბოლოს 1144 დელეგატის ხმა გადანაწილდება სამ რესპუბლიკელ კანდიდატზე. ეს რაოდენობა პრაიმერების დროს მოსაპოვებელი ხმების ერთ მესამედს წარმოადგენს.
კანდიდატებს შორის, წინა 5 პრაიმერის ფავორიტი მიტ რომნი იყო. მეორე ადგილზე კი რიკ სანტორუმია. ქვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ოჰაიოში, რომელიც, სავარაუდოდ, გადამწყვეტი შტატი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის დროს, რომნის ამომრჩეველთა 34 პროცენტი აქვს. სანტორუმი მას მხოლოდ 3 პროცენტით აჩამორჩება. თებერვალში ოჰაიოს ფავორირი სანტორუმი იყო.