ფილიპინების მთავრობა იტყობინება, რომ აეროპორტში დააკავეს ამერიკელი ქალი, რომელიც ქვეყნიდან 6 დღის ჩვილის ხელჩანთით გაყვანას ცდილობდა. ოჰაიოში მცხოვრები ჯენიფერ ტალბოტი მანილაში, ქვეყნის მთავარ აეროპორტში, თვითმფრინავში ჩასხდომამდე აიყვანეს.
საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ტალბოტმა მანამდე რამდენიმე საემიგრაციო და უსაფრთხოების შემოწმება გაიარა აეროპორტში, თუმცა ბოლო მომენტში დააკავეს, მას მერე, რაც ჩვილის დოკუმენტები ვერ წარადგინა.
ამერიკელ ქალს 20 წლით სამუდამო პატიმრობა ემუქრება ტრეფიკინგისა და გატაცების მუხლებით. სააგენტო როიტერის ცნობით, ჩვილის შესახებ მას ინფორმაცია არც საიმიგრაციო სამსახურებისთვის მიუწოდებია.
თავად ჯენიფერ ტალბოტს არ ჰქონია დასტური ბავშვის უცხოეთში გაყვანაზე მისი დედისგან, რომელიც ამერიკელმა ინტერნეტში გაიცნო.