პანეტა კიბერ თავდასხმებზე საუბრობს

ვირუსმა სახელწოდებით „შამუნი“ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია - „არამკოს" (ARAMCO) ქსელში 30,000-ზე მეტი კომპიუტერი ერთდროულად გათიშა
ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა აცხადებს, რომ კიბერ თავდასხმა, რომელიც სპარსეთის ყურესა და ენერგო კომპანიების წინააღმდეგ განხორციელდა „სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი კიბერ თავდასხმა იყო კერძო სექტორზე.“

პანეტას თქმით, ვირუსმა სახელწოდებით „შამუნი“ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია - „არამკოს" (ARAMCO) ქსელში 30 ათასზე მეტი კომპიუტერი ერთდროულად გათიშა. ზოგ შემთხვევებში, ვირუსმა კომპიუტერზე შენახული ფაილები ამერიკის ცეცხლმოკიდებული დროშით შეცვალა.

პანეტას არ უთქვამს, თუ რომელი ქვეყანაა ეჭვმიტანილი ამ თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ ირანი კიბერ თავდასხმებს საკმაოდ ხშირად იყენებს საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა კიბერ თავდასხმების შესაძლებლობები უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად დახვეწეს.