ამერიკელთა „გადამეტებული თავდაცვა“

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, გასული წლის ნოემბერში პაკისტანში ამერიკის არმიის მიერ დაშვებული შეცდომის გამო დამნაშავე პირებს დისციპლინირებული სასჯელი დაეკისრებათ. როგორც ცნობილია, შარშან ნოემბერში არასწორად ჩატარებული საჰაერო ოპერაციის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისაცი დაიღუპა. შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობამ გამოძიების შედეგების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ნოემბერში, ამერიკის სამხედრო ძალებმა პაკისტანის ტერიტორიაზე გადაჭარბებული თავდაცვა გამოავლინეს და ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანის სამხედროებს, რომელთა პოსტიც კოალიციის რუკაზე არ იყო აღნიშნული. ოფიციალური ისლამაბადი გამოძიების დასკვნას არ ეთანხმება.