შეერთებული შტატების მთავრობა თავის თანამშრომლების ნაწილს ერაყის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამერიკელ კანონმდებლებს ირანთან არსებული დაძაბულობა და მისი გამწვავების რისკები აშფოთებთ.
ტრამპის ადმინისტრაცია ავრცელებს გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალების მიმართ ირანის მხრიდან გარკვეული საფრთხეები არსებობს. შესაბამისად, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გაიწვიოსბაღდადში მდებარე საელჩოსა და ირბილში მდებარე საკონსულოს ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც გადაუდებელ აუცილებლობასთან არაა დაკავშირებული.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი დემოკრატი კანონმდებელი, რობერტ მენენდესი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ან ხელისუფლებას აქვს დაზვერვის სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კონკრეტული რისკი არსებობს, ან ქვეყანა ირანში სამხედრო ქმედებებისთვის ემზადება. მენენდესი ამბობს, რომ კანონმდებლებს ადმინისტრაციისგან არ მიუღიათ დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ცნობები არსებობს ან რა იგეგმება.