შეერთებული შტატების განცხადებით, ვაშინგტონი „ღია ცის შეთანხმებას“ დატოვებს. შეთანხმება 18 წლის წინ დაიდო.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, მოსკოვი შეთანხმებას არ ასრულებს.
„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „თუმცა რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას. სანამ არ შეასრულებენ, ჩვენ მას ვტოვებთ“, - თქვა მან.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი შეთანხმების მოლაპარაკება შესაძლებელია.
„ვფიქრობ ჩვენ დავტოვებთ [შეთანხმებას] და ისინი უკან დაბრუნდებიან და გარიგების მიღწევა მოუნდებათ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეთანხმება საშუალებას აძლევს 35 ქვეყანას, რომ ერთმანეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო და სამეთვალყურეო ფრენები განახორციელონ და სამხედრო პუნქტებს დააკვირდნენ. შეთანხმების მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფა.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევს, რადგან არ იძლევა საშუალებას საქართველოს საზღვარზე რუსეთთან და კალინინგრადში ფრენები განახორციელონ. შეთანხმებით ორივე ტერიტორიის შემთხვევაში დაკვირვების განხორციელება ნებადართულია.
თავდაცვის მდივანმა, აშშ-ის სენატს განუცხადა, რომ რუსეთი „უკვე წლებია იტყუება“.
რუსეთი უარყოფს შეთანხმების დარღვევას.
გასულ წელს ვაშინგტონმა რუსეთთან დადებული „საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შეთანხმება“ დატოვა.
„ღია ცის შეთანხმების“ იდეა პირველად პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერს ეკუთვნოდა. თუმცა, საბჭოთა კავშირი შეთანხმების იდეას ბლოკავდა. პაქტის გარშემო მოლაპარაკებები საბოლოოდ ჯორჯ ბუშ უფროსის პრეზიდენტობისას განახლდა. მას ხელი 2002 წლის იანვარში 20-მა ქვეყანამ მოაწერა.