შეერთებული შტატების არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები დაცულია და მოქალაქეებს მშვიდად შეუძლიათ განაგრძონ კენჭისყრაში მონაწილეობა.
მილიონობით ამერიკელი 3 ნოემბერს არჩევნებში პირადად, საარჩევნო უბანზე გამოცხადებით აძლევს ხმას. ეს არ არის პირველი, თუმცა არის ბოლო დღე, როდესაც ამომრჩეველს კენჭისყრაში მონაწილეოობის მიღება შეუძლია. სამშაბათამდე კენჭისყრის ნაადრევ პროცედურებში მონაწილეობა უპრეცედენტოდ ბევრმა - 100 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე მიიღო. წელს, 3 ნოემბრამდე, ზოგიერთ შტატში წინასწარ ხმა იმაზე მეტმა ადამიანმა უკვე მისცა, ვიდრე 2016 წლის მთელ საარჩევნო პროცესში, ამავე შტატში.
ასევე ნახეთ: დაცულია თუ არა ამერიკის არჩევნები უცხო ქვეყნის ჩარევისგან?მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვის სამსახურების ცნობით, რუსეთი და ირანი ამერიკის არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ამგვარ მცდელობებს პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.
"ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვიფიქროთ, ჩვენმა მეტოქე სახელმწიფოებმა მოახერხეს უშუალოდ ხმის მიცემაზე გავლენის მოხდენა, ან ბიულეტენების სანდოობის შელახვა", - ამბობს ამერიკის "შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის" მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ჩად ვულფი. მან ამის შესახებ განცხადება პირველი უბნების გახსნიდან რამდენიმე საათში გააკეთა.
"ჩვენი საარჩევნო ინფრასტრუქტურა მდგრადია. თუმცა, ჩვენ კვლავ ძლიერ ყურადღებით ვართ", - თქვა მან.
ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ დრომდე განცხადეს, რომ სულ მცირე, ორი შემთხვევა იყო, როდესაც უცხო ქვეყნის - ირანთან და რუსეთთან დაკავშირებულმა ძალებმა ამერიკის საარჩევნო სისტემებში ჩარევა სცადეს. ორივე შემთხვევაში მათი მიზანი ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მონაცემებზე წვდომის მოპოვება იყო.
Your browser doesn’t support HTML5
ირანელმა ჰაკერებმა ინფორმაციის მცირე ნაწილის მოპარვა მოახერხეს. ამერიკის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ერთი შტატის მონაცემები გამჟღავნდა. თუმცა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს კონკრეტული აქტივობა გაცილებით ფართო მცდელობის ნაწილია, გამოიყენონ ეს ცნობები უფრო მასშტაბური დეზინფორმაციის კამპანიების დასაგეგმად და განსახორციელებლად. ამერიკის მთავრობის შესაბამისი სამსახურები ამბობენ, რომ მართალია საპრეზიდენტო არჩევნები დაცულია, მაგრამ ამერიკელ ხალხზე გავლენის მოხდენის მცდელობა კვლავ გრძელდება.