გადახდის ახალი გეგმა ამერიკელი სტუდენტებისთვის

გადახდის ახალი გეგმა ამერიკელი სტუდენტებისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მათ მიერ აღებული სესხების კონსოლიდირების და გადახდის ახალ გეგმას აქვეყნებს. ბარაკ ობამამ ამის შესახებ დღეს კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში გამოაცხადა. გეგმა ითვალისწინებს სესხის გადახდას გამომუშავების შესაბამისად. ამავე გეგმის თანახმად, სტუდენტებს შეეძლებათ ფედერალური სესხების კონსოლიდირება დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ამავდროულად 20 წლიანი გადახდის შემდეგ, სესხის დარჩენილ ბალანსს სტუდენტები აღარ გადაიხდიან.