პრეზიდენტ ობამას ახალი კანდიდატურა

Mueller FBI

ჯეიმს ქამი გამოძიების ფედერალურ ბიუროს უხელმძღვანელებს
დღეს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალ ხელმძღვანელი დაასახელა. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ჯეიმს ქამის კანდიდატურა შეარჩია, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ამჟამინდელ დირექტორს რობერტ მიულერს შეცვლის. ჯეიმს ქამი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

ობამა იმედოვნებს, რომ ქამის კავშირი რესპუბლიკურ პარტიასთან და მისი დიდი გამოცდილება სამართალდამცავ სტრუქტურებში სენატი მას უყოყმანოდ დაამტკიცებს.