ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს შორის სამიტი ახლოვდება. თეთრი სახლი მოლაპარაკებების პოტენციურ წარმატებულ სცენარსა და შესაძლო დაბრკოლებებზე მუშაობს. ჩრდილოეთ კორეა სდებს დაპირებას, რომ დაშლის ბირთვულ საცდელ პოლიგონს 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილ სამიტამდე. ტრამპი ტვიტერზე აღნიშნულს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „ძალზედ ჭკვიანური და მოხდენილი ნაბიჯია“. პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ ფხენიანის მოტივები რთული ამოსაცნობია.
„არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს კეთილსინდისიერი ნაბიჯია... თუმცა ასევე შესაძლებელია, როგორც ირანის და ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ისინი რთულ მდგომარეობაში არიან და საჭიროების გამო ქმნიან ამ შანსს. იმედი მაქვს საქმე პირველ ვარიანტთან გვაქვს“, - განაცხადა ბოლტონმა.
ჯერ-ჯერობით თეთრი სახლის ერთ-ერთ დაპირება ჩრდილოეთ კორეისადმი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაა, თუ ბირთვული შეთანხმება მიიღწევა და ფხენიანი მას შეასრულებს.