აშშ-ჩრ. კორეის მოლაპარაკების ნიშნები იკვეთება

საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან არაპირდაპირი გზით მოლაპარაკებას აწარმოებს. მასში ჩართული არიან ამერიკელი დიპლომატები და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები გაეროში. დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა “დაძაბულობის განმუხტვის რეალური სურვილის შემთხვევაში”, “საშიში სამხედრო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად”, ამერიკას გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა ამერიკის ტერიტორიის - გუამის დაბომბვის გეგმა შეაჩერა, გაჩნდა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის ბირთვული კრიზისი შესაძლოა მშვიდობიანად, დიპლომატიური გზებით გადაწყდეს. წინა კვირაში ორმხრივმა მუქარამ სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია. სამხედრო ანალიტიკოსები უკვე საომარი ქმედების შესაძლო ვერსიებზე საუბრობდნენ.