ნეთანიაჰუ აშშ-ს კონგრესში გამოვიდა

ნეთანიაჰუ აშშ-ს კონგრესში გამოვიდა

დღეს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე გამოვიდა.

“ჩვენ მშვიდობას დავამყარებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პალესტინაც მზად იქნება ამისთვის... ისრაელის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იქნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელი 1967 წლის საზღვრებს არ დაუბრუნდება.“

ასეთი იყო პრემიერ ნეთანიაჰუს გუშინდელი განცხადება, რომელიც მან აიპეკში - ამერიკის ყველაზე დიდი პრო-ისრაელური ორგანიზაციის კომიტეტთან შეხვედრაზე წარმოთქვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვაშინგტონში იმავე ორგანიზაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად ისრაელს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. კერძოდ, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად 1967 წლის საზღვრები უნდა აღდგეს.