პენტაგონმა უკიდურესად იშვიათი გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე სამხედრო დანაყოფს მზადყოფნის ბრძანება მისცა. ეს სავარაუდოდ, მინესოტაში წესრიგის აღსადგენად ჯარის ჩართვისთვის მოხდა.
ასევე ნახეთ: მინეაპოლისში მიმდინარე სამოქალაქო არეულობის ფონზე, ინციდენტში მონაწილე პოლიციელს ბრალი წაუყენეს
ჯარის გაგზავნა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფედერალურ მთავრობას ამას მინესოტის გუბერნატორი სთხოვს.
„ამ დროისთვის არ გვაქვს მინესოტის გუბერნატორის მიერ „მე-10 პუნქტის“ ძალების გაგზავნის მოთხოვნა მინესოტის ეროვნული გვარდიისთვის ან შტატის სამართალდამცველებისთვის დახმარების აღმოსაჩენად,“ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
მინესოტაში საპროტესტო დემონსტრაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრკანიანმა პოლიციელმა შავკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რის შემდეგადაც 46 წლის ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.