ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა პაკისტანიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფი გაიწვიეს, მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა ისლამაბადთან ნატოს სატრანზიტო გზის თაობაზე შეთანხმების მიღწევა. ამ გზას აშშ-ი ავღანეთში ომის წარმოებისთვის იყენებდა.
ჯგუფი პაკისტანში 6 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. პაკისტანმა გზა ნოემბერში გადაკეტა მას შემდეგ, რაც აშშ-მა შეცდომით მიიტანა იერიში პაკისტანის საზღვარზე მყოფ სამხედროებზე. ინციდენტის შედეგად 24 ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-მა სამძიმარი გამოუცხადა პაკისტანს, თუმცა ისლამაბადის მოთხოვნის მიუხედავად ბოდიშის მოხდაზე ამერიკა არ თანხმდება.