დემოკრატების საყოველთაო ჯანდაცვის დაპირებას ამერიკელი ამომრჩევლის ნაწილი მხარს უჭერს. ჯანდაცვის ფასების ზრდა ამომომრჩევლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ეს იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის უნივერსალური პროგრამის დაფინანსება მხოლოდ გადასახადების გაზრდითაა შესაძლებელია.
დემოკრატების ნაწილი, რომელიც წელს კონგრესის არჩევნებში იყრის კენჭს, ჯანდაცვის ნაციონალიზაციას უჭერს მხარს. მათ შორისაა ოკაციო კორტესი ნიუ-იორკში. იდეა ვერმონტის შტატის სენატორს ბერნი სანდერს ეკუთვნი. 2016 წელს სანდერსი დემოკრატიული პარტიის შიდა არჩევნებში ჰილარი კლინტონთან დამარცხდა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის ნომინანტი ვერ გახდა.
სანდერსს სურს ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ მოსახლეობის ერთ ნაწილზე ვრცელდება, საყოველთაო გახდეს. სხვა დემოკრატები ნაკლებად რადიკალურ გზას ირჩევენ. ტეხასის შტატში, სენატის დემოკრატი კანდიდატი ბეტო ორურკე ჯანდაცვის ღირებულების განსასაზღვრად ფედერალური რეგულაციებს ემხრობა.
„ამ პროგრამებს ერთი რამ აერთიანებს, მთავრობის მიერ კონტროლირებული სადაზღვევო პროგრამა, რომელიც კომპანიებს მომსახურების ფასზე შეზღუდვას უწესებს“, - განაცხადა ურბანული ინსტიტუტის ჯანდაცვის მკლევარმა ლინდა ბლუმბერგმა.
ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, რესპუბლიკული პარტია „ხელმწისაწვდომი ჯანდაცვის აქტს“ აკრიტიკებდა. ეს კრიტიკა მათ საყოვლეთაო არჩევნებში, რომლის დროსაც ამერიკელები როგორც პრეზიდენტს, ასევე კონგრესს ირჩევენ, დიდი წარმატების მიღწევაში დაეხმარა. ჯანდაცვის ფასების ზრდასთან ერთად და მას შემდეგ, რაც კონგრესში რესპუბლიკელებმა ჯანდაცვის აქტის, ე.წ. „ობამაქეარის“ შეცვლა ვერ შეძლეს, ისინი ახლა მის ნაწილობრივ შენარჩუნებას ემხრობიან.
ამაში იმ ადამიანებისთვის დახმარების გაწევაც შედის, ვინც უკვე ებრძვის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა გულის დაავადებები, დიაბეტი თუ კიბო. კრიტიკოსების თქმით, რესპუბლიკელების მიერ პოზიციის შეცვლა პოლიტიკური გათვლაა.
არჩევნების დღეს, ოთხ კონსერვატიულად განწყობილ შტატში, ადგილობრივი ამომრჩეველი კენჭს უყრუს სიღარიბეში მცხოვრებთათვის ჯანდაცვის პროგრამის გაზრდას, რომლის დაფინანსების 90 პროცენტიც ფედერალური მთავრობიდან მოდის.
თუმცა რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა შემცირდება. მათი თქმით, ამის მიზეზი ეროვნული ჯანდაცვის პროგრამის მიღების შემთხვევაში გადასახადების გაზრდა და პროგრამული დაფარვის შეზღუდები იქნება.
„ასე ხდება, როცა მთავრობა ჯანდაცვის საფასურის კონტროლს იწყებს. ეს გულისხმობს, რომ 300 მილიონი ამერიკელის სახელით ერთი უწყება იღებს გადაწყვეტილებას“, - ამბობს მერიდიან პულტონი, მკლევარი ჰერიტიჯის ფონდიდან.
მაშინაც კი თუ დემოკრატები სამშაბათის შუალედურ არჩევნებში წარმატებას მიაღწევენ ისინი სავარაუდოდ არ გამოვლენ ჯანდაცვის ახალი კანონის ინიციატივით.
თუმცა, არჩევნებმა შესაძლოა ჯანდაცვისადმი კომპრომისული მიდგომა განაპირობოს, რომელიც ფასებს დააბალანსებს და კერძო სექტორში კონკურენციას გაზრდის.