ამერიკა და მექსიკა მომავალი 90 დღის განმავლობაში გეგმავენ განიხილონ აშშ-ის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მექსიკური ხილის და ბოსტნეულის იმპორტი შესაძლოა ამერიკელ ფერმერებს აზიანებდეს.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა სამშაბათს გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ამერიკული მხარე გადახედავს მექსიკიდან სხვადასხვა მალფუჭებადი პროდუქტების იმპორტის დეტალებს და ამ პროცესს შესაძლოა მოჰყვეს ტარიფების დაწესება.
მექსიკის ეკონომიკის მინისტრმა მზაობა გამოთქვა მიიღოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა და განაცხადა, რომ "ურთიერთ სასარგებლო გამოსავლის მიგნება სურს" იმისთვის, რომ "ორივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის მხრიდან გამოთქმულ შეშფოთებს პასუხი გაეცეს."