უკვე მეოთხე კვირაა, ამერიკაში უმუშევართა რაოდენობა სტაბილურად კლებულობს, რაც ეკონომიკის გაუმჯობესების ნიშანია.
გასული კვირის მონაცემებით, უმუშევართა იმ კატეგორიამ, რომლებმაც დახმარებისთვის ამერიკის მთავრობას მიმართეს, საგრძნობლად იკლო.
დღევანდელი ინფორმაციით, რომელიც ამერიკის შრომის დეპარტამენტმა მოგვაწდა, ეს ციფრი გასულ კვირას ოთხი ათასით შემცირდა და ოთხას ორმოცდაოთხ ათას გაუტოლდა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმუშევართა განაცხადები იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმების ბაზარზე მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.
მთლიანობაში, სამსახურიდან დათხოვნილთა რაოდენობა დღეს, ფინანსური კრიზისის დროს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, ერთი მესამედით ნაკლებია.