ნური ალ-მალიკი ომბამამ თეთრ სახლში მიიღო

ნური ალ-მალიკი ომბამამ თეთრ სახლში მიიღო

დღეს პრეზიდენტი ობამა ერაყის პრემიერ-მინისტრს, ნური ალ-მალიკის, ხვდება. მოლაპარაკება თეთრ სახლში ერაყის მომავალს შეეხება. კერძოდ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები დეკემბრის ბოლოს ერაყს საბოლოოდ დატოვებს.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაში ახალი ეტაპი იწყება და ის განვითარების მრავალ საკითხს მოიცავს, მათ შორის განათლების და ენერგეტიკის სფეროებს.

პრეზიდენტი ობამა და პრემიერი ალ-მალიკი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოსაც ეწვევიან, სადაც ისინი პატივს მიაგებენ ომში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებს. 2003 წელს ერაყის კამპანიის დაწყებიდან მას 4 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

ბატონი მალიკი ვაშინგტონში კვირას ჩამოვიდა და ოფიციალურ სადილზე სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, ეწვია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენსაც შეხვდება.