ამერიკამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა 13 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან და მთელს ახლო აღმოსავლეთში მათთან დაკავშირებულ ერთეულებთან.

სამიზნეთა შორისაა, ჩინეთში და გაერთიანებულ არაბულ საემიროებში ირანის მხარდამჭერი ქსელები, რომლებიც იმისთვის მუშაობდნენ, რომ თეირანს ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიის და მასალების მოპოვებაში დახმარებოდნენ.

ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები იმ პირებს და ქსელებსაც დაუწესდათ, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ელიტურ ჯგუფ „ქადს“-თან და ირანის მიერ მხარდაჭერილ, ლიბანურ ტერორისტულ ჯგუფ „ჰეზბოლასთან“ თანამშრომლობენ.