სენატორის განცხადებით, კიბერიერიშის უკან ირანი დგას
შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მას სჯერა რომ ამერიკულ ბანკებზე განხორციელებული კიბერშეტევების უკან ირანი დგას.
ამერიკულ ტელეარხ „სიესპიენზე“ გამოსვლისას სენატორმა, ჯოზეფ ლიბერმანმა აღნიშნა, რომ „მორგან ჩეისის“ და „ამერიკის ბანკის“ წინააღმდეგ შეტევა ირანმა და მისმა ალ-ქუდსის ძალებმა განახორციელეს. ალ-ქუდსი ელიტარული რევოლუციური გუშაგთა კორპუსია, რომელიც მსგავს შეტევებშია ჩართული. ლიბერმანს არ სჯერა, რომ ბანკებზე იერიში უბრალო ხაკერებმა მიიტანეს.