ირანი შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ახალი სანქციების მოთხოვნებს უარყოფს და მას „ფსიქოლოგიურ ომს“ უწოდებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ მეჰმანპარასტმა დღეს განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან არ ახორციელებს ფინანსურ ტრანზაქციებს და ამდენად ეს სანქციები არაეფექტური იქნება. მისი ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსცა ბრძანება, რის მიხედვითაც ამერიკულ ბანკებს ირანის მთავრობის ანაგრიშების გაყინვა დაევალათ.ბარაკ ობამას განცხადებით, ირანული ბანკები „სიცრუის პრაქტიკას“ მიმართავენ, რათა საბანკო ტანსაქციები სხვადასხვა ხერხებით დამალონ.