რუსეთის წინადადებას აშშ სკეპტიკურად უყურებს

რუსეთის წინადადებას აშშ სკეპტიკურად უყურებს

შეერთებული შტატები ეჭვის თვალით უყურებს რუსეთის წინადადებას ახლო აღმოსავლეთში გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური მისიის გაგზავნის შესახებ.

რუსეთი ამგვარი მისიის აუცილებლობას ეგვიპტეში დაწყებული სახალხო გამოსვლებით და ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლით ამართლებს.

გაეროში რუსეთის წარმოამდგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით უნდა დამთავრდეს ის არანორმალური მდგომარეობა, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრები 1979 წლის შემდეგ აღარ ყოფილან ამ რეგიონში.

ვიტალი ჩურკინის აზრით ამგვარი მისიის არსებობა ხელს შეუწყობს ისრაელ-პალესტინის მოლპარაკებების განახლებას, ასევე არ იქნებოდა ურიგო უშიშროების საბჭოს წევრების ჩასვლა ეგვიპტეში, ლიბანსა და სირიაში.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩი სუზან რაისი ფრთხილად შეხვდა რუსების ინიციატივას. მისი თმით:“ უნდა დაგარწმუნოთ რომ ამ საბჭოს წევრებმა, ჩვენი ჩათვლით, გულდასმით უნდა განიხილონ ეს წინადადება და სერიოზული კონსულტაციები გამართონ ამასთან დაკავშირებით.“

თავის მხრივ გაეროში ბრიტანეთის ელჩმა მარკ ლაიალ გრანტმა ამგვარი კომენტარი გააკეთა:“ პრინციპში ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტოლება ამ ვიზიტის მიზანშეწონილობისა და დროის შესახებ.“

რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ამავე დროს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო ოთხეულის წევრიც გახლავთ, რომელშიც შეერთებული შტატები, გაერო და ევროკავშირიც შედიან.

ვიტალი ჩურკინი იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების ვიზიტი ხელს შეუწყობს რაგიონში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას.