ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი აუქმებს ობამას-დროინდელ საიმიგრაციო პროგრამას, რომელიც იმიგრანტი მშობლების დეპორტაციისგან დაცვას გულისხმობდა.
ეს პროგრამა მფარველობდა იმათ, ვისი შვილებიც დაიბადნენ და კანონიერად ცხოვრობენ ამერიკაში.
უსაბუთო იმიგრანტების წინააღმდეგ გალაშქრება კანდიდატ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთერთი მთავარი კომპონენტი იყო.
შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი, როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, არ აუქმებს პროგრამას, რომელიც ამ ქვეყანაში უსაბუთოდ შემოსულ 770 000-მდე ახალგაზრდა იმიგრანტს საშუალებას აძლევს ქვეყანაში დარჩნენ, ისწავლონ და იმუშავონ.