ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ კლივლენდში პოლიციამ უსახლკაროთა თავშესაფარში იარაღის საცავს მიაგნო და მისი სრული კონფისკაცია მოახდინა. ოპერაციის შედეგად ამოღებულია 80 ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა საბრძოლო მასალით სავსე 800-ზე მეტი ყუთი.
ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ კონფისკაცია წმიდა ჰერმანის უსახლკაროთა თავშესაფარში პოლიციის მიერ წარმოებულ ოპერაციას მოჰყვა.
კლივლენდის სათათბიროს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ნაპოვნ იარაღთა შორისაა კალაშნიკოვის ტიპის შაშხანებიც: AK-47.
პოლიცია ძიებას აგრძელებს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი დაპატიმრებულთა შესახებ.