სადღესასწაულო სეზონი სწორედ ის პერიოდია, როდესაც მყიდველი სამომხმარებლო ბაზარზე გამოსული უახლესი ელექტრო მოწყობილობების ძიებაშია
პლანშეტური, ეგრეთ წოდებული „ტაბლეტის” კომპიუტერი იქნება ეს თუ „სმარტ” ფოტოაპარატი, სადღესასწაულო სეზონი სწორედ ის პერიოდია, როდესაც მყიდველი სამომხმარებლო ბაზარზე გამოსული უახლესი ელექტრო მოწყობილობების ძიებაშია. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ელიზაბეთ ლი მოგვითხრობს წლევანდელი ყველაზე პოპულარული ტექნიკური სიახლეების შესახებ.
როდესაც საქმე ელექტრო მოწყობილობებს ეხება, მომხმარებელს ძალიან დიდი არჩევანი ეძლევა.
ბრაიან ტონგი „სინეტ.კომ”-ის (CNET.com) მთავარი რედაქტორია. ეს არის ვებგვერდი, სადაც ტექნიკური სიახლეები, ტენდენციები და უახლესი ელექტროაპარატურის რეცენზიები ქვეყნდება. ტონგის თქმით, ტაბლეტ-კომპიუტერები წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, მათ შორისაა ყველაზე ძვირადღირებული „ეფლ მინი”, რომლის საწყისი ფასიც 329 აშშ დოლარია. „ეფლ მინის” ყველაზე დიდი კონკურენტი შედარებით იაფი „გუგლ ნექსუს 7”-ია, რომლის სასტარტო ფასიც 199 აშშ დოლარია.
„მისი პროგრამული უზრუნველყოფა უფრო ძლიერია, ვიდრე „აიპედ მინი”-სა. ამავდროულად, ეს პროდუქტი უამრავ მახასიათებელს გვთავაზობს, მათ შორის რუკებს, რომლებიც „ეფლის” რუკებზე უკეთესად ფუნქციონირებს,” - განმარტავს ბრაიან ტონგი.
„ეფლი” და „გუგლი”, სხვა უამრავ კომპანიას შორის ის ორი კომპანიაა, რომლებიც პლანშეტურ, „ტაბლეტის” კომპიუტერების წარმოების ბიზნესში კონკურენციას უწევენ ერთმანეთს.
„შეხედეთ ფასებს. 199 აშშ დოლარი საწყისი ფასია ხარისხიანი, შვიდი ინჩის სიგრძის ტაბლეტისა. ამის შემდეგ უკვე, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რა ფუნქციების მატარებელი ტაბლეტის შეძენა გსურთ. თუ მხოლოდ წიგნების კითხვა და ინტერნეტის მოხმარება გსურთ, მაშინ „აიპედ მინი” ნამდვილად არ გჭირდებათ. თუმცა, თუ დიდი რაოდენობის პროგრამების - აპლიკაციების - გამოყენებით ხართ დაინტერესებული, ეს სწორედ ის არეალია, რომელშიც „აიპედი” და „ეფლის” ეკოსისტემა ბრწყინავს.”
ნინტენდოს პულტით მართვადი ვიდეო თამაში - „ვიი იუ” ტაბლეტის ფუნქციას ეფუძნება. სენსორული ეკრანის მქონე ახალ „გეიმ-პედს” ვიდეო თამაშების ტრადიციული მართვის პულტი აქვს. ამასთან, ამ პროდუქტს თან ახლავს ავტომატური მართვის პულტი, მიკროფონი და ეკრანზე დასაჭერი ფანქარი - „სტილუსი”. მოთამაშეებს შეუძლიათ თამაში „გეიმ-პედზე” ან ტელევიზორის ეკრანზე იხილონ. „ვიი იუ”-ს ყველაზე პოპულარული თამაში „სუპერ მარიო ბროზ იუ”-ა.
„სმარტ” ფოტოაპარატები კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს. ელექტრონიკის მაღაზიის - „ბესთ ბაი”-ს (Best Buy) წარმომადგენელი, ელმან ჩეიკონი ამბობს, რომ მომხმარებლებს ფოტოების ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნა ან სოციალურ ქსელებში ატვირთვა პირდაპირ ფოტოაპარატიდან შეუძლიათ.
„ფოტოს გადაღება და თქვენს სოციალურ გვერდზე ატვირთვა რეალურად წამებში შეგიძლიათ,” - ამბობს ელმან ჩეიკონი.
სპეციალური გადამცემი ყუთის საშუალებით მომხარებელს შესაძლებლობა აქვს საკუთარ ტელევიზორში ინტერნეტ სივრცეს მიუერთდეს და იქ განთავსებული მასალები დაათვალიეროს, ასევე, ნახოს ფილმები და „იუ-თუბ”-ზე (YouTube) განთავსებული ვიდეო მასალა. ამ მხრივ, ორი კონკურენტი - „როკუ” (Roku) და „ეფლ-ტივი” (Apple TV) იკვეთება.
გარდა ამისა, ბაზარზე არის ასევე სპეციალური უსადენო ხმის გამადიდებელი საშუალებები, ეგრეთ წოდებული „სფიკერები”, რომლებიც „ბლუთუსის” ტექნოლოგიის მქონე ნებისმიერ ხელსაწყოსთან არის თავსებადი, მათ შორისაა „სმართფონები”, პორტატული კომპიუტერები - „ლეპტოპები” და „ტაბლეტები”.
ინტერნეტ ვაჭრობის პოპულარობის ზრდასთან ერთად, უამრავი მომხმარებელი, პროდუქტის შეფასების მიზნით, ჯერ საცალო მაღაზიებს ათვალიერებს და შემდეგ უკვე ცდილობს სასურველი ნივთი უმცირეს ფასად ინტერნეტში მოძებნოს. საცალო მაღაზიების მესვეურთ ესმით ეს მომენტი და ცდილობენ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ. ელმან ჩეიკონის თქმით, „ბესთ ბაი”-ც ერთ-ერთი მათგანია.
„ჩვენ ფასების შედარების საშუალებას ვაძლევთ მომხმარებელს. გვაქვს ასეთი სერვისი - „საუკეთესო თანაფარდობის პირობა”, რაც იმას ფულისხმობს, რომ თუ თქვენ რაიმე ელექტრო მოწყობილობას შეიძენთ და 30 დღის განმავლობაში ამავე პროდუქტს სადმე სხვაგან უფრო იაფად ნახავთ, ჩვენ ფასის მოდიფიცირებას მოვახდენთ თქვენს სასარგებლოდ,” - განმარტავს ჩეიკონი.
ფასებისა და პროდუქციის დიდი არჩევანის გათვალისწინებით, მომხმარებელს შენაძენის გაკეთებამდე წინასწარი სამუშაოს ჩატარება მოუწევს.