"მწვანე ბარათის" მოგების მსურველებმა განაცხადი თავიდან უნდა შეავსონ

შეერთებული შტატების მრავალფეროვნების საიმიგრაციო პროგრამა, რომელიც ცნობილია როგორც „მწვანე ბარათის ლატარეა“ აცხადებს, რომ 3-იდან 10 ოქტომბრამდე მიღებული განაცხადები ტექნიკური ხარვეზის გამო სისტემიდან დაიკარგა. იმ ადამიანებს, რომლებმაც მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი სწორედ ამ დღეებში შეიტანეს, პროგრამის წარმომადგენლები საბუთების ხელახალი შევსებისკენ მოუწოდებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, ეს არ განიხილება, როგორც განაცხადის მეორედ შევსება (რაც მათ გათამაშებიდან ავტომატურად გამორიცხავდა), რადგან ამჟამად პირველი განაცხადი, სისტემაში საერთოდ არ ფიქსირდება.

„ტექნიკური ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და განაცხადების მიღების ახალი პერიოდი ათვლა ოთხშაბათიდან, 18 ოქტომბრიდან და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. იმ პირებს, რომლებმაც განაცხადი 3-იდან 10 ოქტომბრამდე შეავსეს, პროგრამის წარმომადგენლები მოუწოდებენ, რომ გადაყარონ ყველა ის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განაცხადის შევსებისას მიიღეს, რათა შეცდომით ისინი არ გამოიყენონ.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მოახერხა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა თითოეულ ამ განმცხადებელთან ინდივიდუალურად დაკავშირება და ხარვეზის შესახებ შეტყობინების გადაცემა.