მიმართვა გაეროს ტრიბუნიდან

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს შესატყვისი რეაგირებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდა „სწორი სიგნალები" გააგზავნოს მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთში „თავდასხმითი იარაღისა და საჯარისო შენაერთების უკანონო კონცენტრაცია" დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოში გრძელდება საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელი პერიოდი.

„მოგმართავთ იმიტომ, რომ გაერო, როგორც ინსტიტუტი, ყველა ერის მთლიანობის და [აღნიშნული] საფრთხეებისგან დასაცავად შეიქმნა და ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსოფლიო არ დაემსგავსოს უკონტროლო ოკეანეს, სადაც ვეშაპები პატარა თევზებს, მსოფლიოს ყურადღების მიღმა, სპობენ," - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას გაეროს შტაბ-ბინასთან ქართული დიასპორის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია ახლდა თან. მონაწილეები საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვდნენ და პატიმართა წამების ფაქტებს აპროტესტებდნენ.