დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვაშინგტონში

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, ვაშინტონში საქართველოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ასევე არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი უხელმძღვანელებს.

მხარეების მონაწილეობით, დღეს დემოკრატიის საკითხებში მომუშავე ჯგუფის შეხვედრა იმართება.

შეხვედრების ერთ-ერთი თემა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება. გასულ კვირას, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვიდეო-კონფერენცია გამართეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მათგან წინასაარჩევნო ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.