ობამამ ახალ კანონს მოაწერა ხელი

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ეს ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს და არ შეეხება საშუალო კლასის წარმომადგენლებს.
პრეზიდენტმა კანონს ოთხშაბათს მოაწერა ხელი მას შემდეგ, რაც კონგრესმენებმა კომპრომისულ გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი რითაც თავიდან აიცილეს ფისკალური უფსკრული.
პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ეს ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.