პალესტინელების ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად საზღვარზე16 პალესტინელი დაიღუპა. პალესტინელები ღაზის სექტორის საზღვარზე ამერიკის მიერ შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იურუსალიმში გადატანას აპროტესტებდნენ.
სამინისტროს თქმით, დაშავებულია, დაახლოებით, 500 ადამიანი, ბევრ მათგანს ჭრილობა ცეცხსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. ექვსი კვირის განმავლობაში, პალესტინელების განცხადებით, 60 პალესტილენი დაიღუპა ისრაელის სასაზღვრო დაცვასთან შეტაკებისას. ისრაელის მხარე ამბობს, რომ ისინი საზღვარს იცავენ და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით მოქმედებენ. მათი თქმით, დემონსტრანტები სასაზღვრო ღობის გარღვევას ცდილობდნენ.
პრეზიდენტმა ტრამპმა საელჩოს გადატანის დაპირება წინასაარჩევნო კამპანიისას დადო. მან გადაწვეტილება დეკემბერში გაახმოვანა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად სცნო. ასევე დეკემბერში, გაერომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც დაგმო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება. ამერიკის საელჩო იერუსალიმში დღეს გაიხსნა.