დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი, რომელიც აშშ-ს არჩევნების სავარაუდო გამარჯვებულია, უკვე ემზადება ხელისუფლების გადაბარებისთვის. პრეზიდენტის ინაუგურაცია შეერთებულ შტატებში 20 იანვარსაა დაგეგმილი. არჩეულმა პრეზიდენტმა და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა უკვე შექმნეს ვებგვერდი, სადაც საუბრობენ იმაზე, რომ ძალაუფლების გადაცემასთან ერთად, მათი მთავარი ფოკუსი ახალი კორონავირუსის პანდემია იქნება.
ასევე ნახეთ: ბაიდენს პრეზიდენტობა ისტორიული გამოწვევების პირისპირ მოუწევს„ჩვენ მზად ვართ, რომ შევუდგეთ მართვას, პირველი დღესვე, ვუზრუნველყოფთ, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია გაუმკლავდება ყველაზე წინმდგომ გამოწვევებს: ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვას და შენარჩუნებას, ჩვენი შესაძლებლობის -ვიყოთ წარმატებულები - განახლებას, რასობრივი თანასწორობის წინ წაწევას და კლიმატის კრიზისთან ბრძოლას“, - აცხადებენ ისინი.
ბაიდენის გუნდი ამბობს, რომ გეგმავს დაბრუნდეს პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დატოვა და ასევე დარჩეს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ წევრად.
ასევე ნახეთ: ბაიდენი, ჰარისი გამარჯვების სიტყვაში ამერიკელებს მადლობას უხდიანბაიდენი ასევე აპირებს გააუქმოს მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებზე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვა. ის ასევე განაახლებს პროგრამას, რომელიც ახალგაზრდებს, ე.წ. „მეოცნებეებს“, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად მცირე ასაკში ჩაიყვანეს, ქვეყანაში დარჩენის საშუალებას მისცემს.
კამპანიის განმავლობაში, ბაიდენი ასევე აცხადებდა, რომ გეგმავს დაბრუნდეს ირანის ბირთვულ შეთანხმებაში, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დატოვა.
ტრამპი ამ დრომდე უარს აცხადებს ჯო ბაიდენის გამარჯვების ცნობაზე. ის ამბობს, რომ სასამართლოს მიმართავს და მტკიცებულებების გარეშე საუბრობს, რომ ადგილი ჰქონდა ხმების დათვლასთან დაკავშირებულ დარღვევებს სხვადასხვა შტატებში.
ასევე ნახეთ: ტრამპის კამპანია სარჩელების შეტანას აგრძელებსბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის ხმების საჭირო რაოდენობა, 270, მას შემდეგ მოაგროვა, რაც პენსილვანიის შტატში გამარჯვებას მიაღწია. არსებული პროგნოზებით, მას ამ დროისთვის კოლეგიის 290 ხმა აქვს. ზოგიერთ შტატში, სადაც კანდიდატებს შორის სხვაობა 1 პროცენტულ პუნქტზე ან 0.5 პროცენტულ პუნქტზე ნაკლებია, ხმების ხელახალი გადათვლა მოხდება. თუმცა პროგნოზებით, ეს სავარაუდოდ არსებულ შედეგებზე დიდ გავლენას არ იქონიებს.