6 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნებია

რამდენიმე კვირაში, ამერიკელები შუალედურ არჩევნებში დაასახელებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მათ საკანონმდებლო ორგანოში ან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში უნდათ რომ იხილონ. შედეგებს დიდი მნიშვნელობა ექნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

6 ნოემბრის არჩევნების წინ, დიდია საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზება.

არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ სწორედ პრეზიდენტი იქნება მთავარი ფიგურა ამ არჩევნების მიმდინარეობისას, მითუმეტეს მაშინ, როცა ის აქტიურად აგრძელებს მხარდამჭერებთან შეხვედრას რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდასაჭერად და სენატში უმრავლესობის შენარჩუნებაზე ზრუნვას.

დემოკრატიული პარტიის მხრიდან კი კანდიდატებისთვის მთავარი დასაყრდენი ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაა.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ მხარეები კომპრომისის გამონახვას შეეცდებიან.

პრეზიდენტი, წინასაარჩევნო პერიოდში, მუდმივად დაკავებულია სხვადასხვა შტატში რესპუბლიკელთა მობილიზებით, დემოკრატების მოსალოდნელ დაწინაურებასთან გასამკლავებლად.

დემოკრატიული პარტიის მიერ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობაში მოსვლა პრეზიდენტის ინიციატივებს საკანონმდებლო დონეზე ჩიხში მოაქცევს.