ახალგაზრდები დემოკრატებს დაუჭერენ მხარს?

ახალგაზრდები დემოკრატებს დაუჭერენ მხარს?

ამერიკაში კონგრესის არჩევნების მოახლოებასთან ერთად საზოგადოების სხვადასხვა ფენის განსხვავებული შეხედულებებიც ადვილად შეინიშნება. ხანში შესული მოსახლეობა დემოკრატებს უფრო სკეპტიკურად აფასებს, ვიდრე ამას ახალგაზრდები აკეთებენ.

რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შუალედურ არჩევნებში ხშირად სირთულეები აქვთ გადასალახი. საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, კონგრესის არჩევნებზე ამომრჩეველი, როგორც წესი, მცირე რაოდენობით მიდის საარჩევნო უბნებზე. ამის გამო, შუალედური არჩევნების დროს პარტიების პრიორიტეტი ამომრჩევლის საარჩევნო უბნებზე მიზიდვაა.

წელს რესპუბლიკელები აქტიურად უჭერენ მხარს საკუთარი პარტიის წამომადგენლებს. ამას განსაკუთრებით კონსერვატიული ჩაის სმის მოძრაობის აქტივისტები აკეთებენ.

ამ ფონზე, პრეზიდენტი ობამა გაცილებით მეტ დროს ხარჯავს დემოკრატების მხარდაჭერის მობილიზაციაზე და განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავად ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს თეთრი სახლიდან ტელეფონით ესაუბრა.

„საარჩევნო პროცესში უნდა ჩაებათ. არ შეიძლება ყოველ 10 წელში ერთხელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოთ მონაწილოება და კონგრესის შუალედურ არჩევნებს თვალი არ ადევნოთ,“ უთხრა პრესიდენტმა სტუდენტებს.

ჟურნალ „როლინგ სტოუნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბატონმა ობამამ უფრო მძაფრად გამოკვეთა საკუთარი მოსაზრება და განაცხადა, რომ დემოკრატების მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება არჩევნების დროს პასიურობის გამოჩენა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ დემოკრატებს უფრო მეტი ძალისხმევის გაწევა სჭირდებათ ამომრჩევლებისთვის მოტივაციის მისაცემად. განსაკუთრებით კი იმ შემხვევაში, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ საკმარისი პოლიტიკური ძალა აქვთ იმისთვის, რომ უმრავლესობა დაიბრუნონ წარმომადგენელთა პალატაში და შესაძლოა სენატშიც.

კონგრესმენი კალიფორნიის შტატიდან კევინ მაკარტერი ერთ-ერთი იმ რესპუბლიკელთაგანია, რომელმაც ამერიკელებს პირობა მისცა, რომ შეამცირებს გადასახადებს და შეკვეცავს მთავრობის დანახარჯებს. მისი თქმით:

„ამერიკელების 60 პროცენტზე მეტს ჰგონია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ეს სიმართლეა. ეს პირობა ჩვენი მთავარი გეგმაა, რომელიც ქვეყნის შემობრუნებაში და მისი სწორი მიმართულებით წაყვანაში დაგვეხმარება.“

რესპუბლიკელი ამომრჩევლების აქტიურობის ფონზე, დემოკრატიული პარტიის მრჩევლები პრეზიდენტს მოუწოდებენ უფრო აქტიურად მიმართოს დემოკრატ ამომრჩეველს - რომელთა უმრავლესობაც ახალგაზრდა თაობა, ქალები და ეროვნული უმცირესობებია - და 2 ნოემბერს საარჩევნო უბნებზე გამოცხადება სთხოვოს.

მაგრამ წელს დემოკრატი ამომრჩევლის მობილიზება შეიძლება არც ისე ადვილი საქმე იყოს. საზოგადოება უარყოფითად აფასებს ეკონომიკის მდგომარეობას, რაც პრეზიდენტის პოპულარობაზე ასევე უარყოფითად აისახება.

გარდა ამისა, კონსერვატორი და ლიბერალი აქტივისტები, რომლებიც ჩაის სმის მოძრაობაში არიან გაერთიანებული, საზოგადოებას მოუწოდებენ პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის და კონგრესში დემოკრატიული უმრავლესობის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვან.

ჯონ ფორტიერი პოლიტიკური მიმომხილველია. მისი თქმით:

ჩაის სმის მოძრაობამ რესპუბლიკელებისთვის პოლიტიკური ატმოსფერო დადებითად შეცვალა. მცირე მთავრობასა და ეკონომიკის მდგომარეობაზე ყურადრების გამახვილება რესპუბლიკური პარტიისთვის სასარგებლო შედეგებს მოიტანს.

დემოკრატები დიდი რაოდენობით დროს ხარჯავენ ახალგაზრდა თაობის მოტივაციის მიზნით, რადგანაც საზოგადოების სწორედ ეს ფენაა ყველაზე აქტიური შუალედური არჩვენების დროს.

წლევანდელი არჩევნები დემოკრატებისთვის შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს, აცხადებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სპეციალისტი სელინდა ლეიკი:

ახალგაზრდა არმომრჩეველი ძირითადად დემოკრატია. ასაკოვანი ხალხი კი დემოკრატებისთვის ხშირად სირთულეს წარმოადგენს. ამ არჩევნებში მოსალოდნელია, რომ ასაკოვანი ამომრჩეველი მოვიდეს ხმის მისაცემად ხელისუფლებისადმი უარყოფითი განწყობის გამოსახატად.“

ჩაის სმის მოძრაობა განსაკუთრებით პოპულარული საზოგადოების სწორედ ამ ფენაშია. მათ მთავრობის შეზღუდული მოქმედება და მთავრობის დანახარჯებისა და გადასახადების შემცირება სურთ.