ამერიკაში ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება

2013 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს უდიდესმა ეკონომიკამ 2.4-პროცენტიანი ზრდა აჩვენა
შეერთებული შტატების ეკონომიკა წლის დასაწყისიდან ზრდას აჩვენებს, თუმცა ტემპი იმაზე ნელია, ვიდრე ამას სპეციალისტები ვარაუდობდნენ. მთავრობის განცხადებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა 2.4 პროცენტით გაიზარდა, მეათედი პროცენტით ნაკლებით, ვიდრე ეს ადრეულ პროგნოზებში იყო გამოცხადებული.

ასევე გაიზარდა მომხმარებელთა ხარჯვის მაჩვენებელი, რაც ამერიკის ეკონომიკის უმეტეს ნაწილს, 70 პროცენტს შეადგენს. პირველ კვარტალში 3.4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 2 წლის მანძილზე.