365 ათასი უმუშევარი ამერიკაში

უმუშევართა რაოდენობა შეერთებულ შტატებში 8,3%-ს აღწევს
გასულ კვირას 12,000-ით შემცირდა იმ ამერიკელების რიცხვი, რომლებმაც უმუშევრობის შესახებ დეკლარაცია შეავსეს. ხუთშაბათს, შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დღეისათვის 365,000 ამერიკელი ითხოვს უმუშევრობისთვის განკუთვნილ დახმარებას.

ეკონომისტების პროგნოზით, უმუშევართა რაოდენობა შეერთებულ შტატებში 8,3%-ს აღწევს. პარასკევს, აგვისტოს თვეში უმუშევრობასთან დაკავშირებული ახალი მონაცემები გამოქვეყნდება, რომლის მიხედვით აგვისტოში შეერთებულ შტატებში 127,000 ადამიანმა იშოვა ახალი სამსახური.