უმუშევრობა ამერიკელებში პესიმიზმს ზრდის

უმუშევრობა ამერიკელებში პესიმიზმს ზრდის

ამერიკელ მომხმარებელთა ნდობა ეკონომიკაში კიდევ უფრო გაუარესდა აგვისტოში. ამერიკელები ახლა უფრო პესიმისტურად უყურებენ მდგომაროების გაუმჯობესების პერსპექტივას, თვალს ადევნებენ რა უმუშევრობის ზრდას.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე თვეში ამერიკელები უფრო მეტ ფულს ხარჯავდნენ სამომხმარებლო პროდუქციაზე, ვაჭრობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამერიკის ეკონომიკის ზრდა არადამაკმაყოფილებელია და მოსალოდნელზე უარყოფითი. ვაშინგტონში დაფუძნებული ბრუკინგსის კვლევითი ცენტრის ეკონომისტი გარი ბართლესი ამერიკის ხმას ეუბნება, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა პოლიტიკურმა დებატებმა არსებული დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის გაზრდის შესახებ.

ბართლესი: „კონგრესის მიერ გადადგმული ვერცერთი ნაბიჯი ვერ მოახდენს ეკონომიკის ზრდის ტემპის სტიმულაციას, პირიქით-მათი ქმედებები სავარაუდოდ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად დაძაბავს.“

ამერიკელების პესიმიზმს ევროპიდან მიღებული არასახარბიელო ცნობებიც ემატება ეკონომიკის გაუმჯობესების ტემპების შესახებ. გერმანიის ეკონომიკა, რომელიც ევროზონის წამყვანი ძალაა, მეორე კვარტალში პროცეტის ერთი მეათედით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს სიტუაცია კიდევ უფრო მეტად ართულებს ევროპის შესაძლებლობას- დავალიანებულ ქვეყნებს გაუწიოს დახმარება.

შედეგად, ბანკები აწევენ საპროცენტო განაკვეთს, რაც თავის მხრივ, ევროზონის სუსტი ეკონომიკის ქვეყნების მიერ ვალის დაფარვის რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის ექსპერტი იან ბეგი ამბობს, რომ თუ ევროპაში კრიზისი მოხდა, შეერთებულ შტატებში დომინოს ეფექტი მოსალოდნელი იქნება.

ვაშინგტონელი ეკონომისტი ვინსენტ რეინარტი, რომელიც ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტში მუშაობს, აცხადებს, რომ ამ სცენარით ინვესტორები საბანკო სექტორში ფულის დაბანდებას მოერიდებიან.

ევროპელი ლიდერების უუნარობის ფონზე-გამონახონ მოკლე ვადიანი გამოსავალი ვალის კრიზისის დასარეგულირებლად, ამერიკელთა იმედი იწურება.

გლობალური ბაზრები ოპტიმისტურად უყურებენ ამეირკის ცენტრალური ბანკის შეხვედრას სექტემბერში, რომელმაც ეკონოძიკის სტიმულირების მიზნით ახალი გზები უნდა დასახოს. .

ინვესტორები ასევე მოუთმენლად ელიან პრეზიდენტ ობამას მომავალ კვირას დაგეგმილ განცხადებას -ახალი ინიციატივის დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც ამერიკულმა კომპანიებმა უფრო მეტუი მუშახელი უნდა დაიქირავონ.