შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი განუხრელად იზრდება
ეკონომიკის გაუმჯობესების ნიშნების მიუხედავად შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი განუხრელად იზრდება, ეკონომიკის მდგომარეობა არასტაბილურია და მილიონობით ამერიკელი კვლავაც უშედეგოდ ცდილობს სამუშაოს პოვნას.
როგორც ეკონომისტი სტან კოლენდერი აცხადებს:“ უძრავი ქონების ბაზარი ახლა განსხვავებულია, ასევე შეიცვალა ფინანსური ვითარება, საფონდო ბირჟებზეც უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე მაშინ, როდესაც ობამა ხელიუსფლების სათავეში მოვიდა.“
შეიძლება ითქვას, რომ ამერიკაში ეკონომიკური კატასტროფის რისკი აღარ არსებობს, მაგრამ ფისკალური კრიზისი ჯერ კიდევ შესაძლებელია მოხდეს. მართალია საშუალო კლასის ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდა თავიდან აიცილეს და ბიუჯეტის სეკვესტრიც თითქოს აღარ მოხდება, მაგრამ რესპუბლიკელებს და დემოკრატებს კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევთ შეთანხმების მისაღწევად.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი ჩარლზ კონიგსბერგი ამბობს:” ეს მთავრობისთვის განსაკუთებით რთულია პერიოდია, რადგან პიორველი მარტიდან ბიუჯეტის შეკვეცა ავომატურად მოხდება. სულ ცოტა ხუთი პროცენტით შემცირდება თავდაცვის ხარჯები, რაც უარყოფითად იმოქმედებს უმუშევრობის მდგომარეობაზე და ეკონომიკურ განვითარებასაც შეაფერხებს.“
როგორც კონგრესის საბიუჯეტო ოფისი აცხადებს ხარჯვითი ნაწილის შემცირება ავტომატურად გამოიწვევს ყოველწლიური დეფიციტის შემცირებასაც, თუმცა ეს ეკონომიკის აღმავლობასაც შეანელებს და დაახლოებით მილონი სამუშაო ადგილი დაიკარგება.
შეტანხმების არარსებობის პირობებში პრეზიდენტი ობამა კონგრესში ამ საკითხის განხილვის გადადებას ითხოვს:’’ თუ მათ არ შეუძლიათ უფრო დიდი პაკეტის შემუშავება, მაშინ სეკვესტრი ძალაში შევა, ამიტომ ამიტომ აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებაზე შეთანხმება და საგადასახადო სისტემის რეფორმირება.“
როგორც წარმომადგენელტა პალატის სპიკერი რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი ამბობს:“ ვაშინგტონმა რაღაც უნდა იღონოს ხარჯების შემცირების მიზნით და ამ საკითხის გადადება აღარ შეიძლება.“
ამჟამად შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი 16 ტრილიონ დოლარს აღემატება, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება მაშინ ვაშინგტონს პენტაგონის ბიუჯეტის 22%-ით შემცირება მოუწევს და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა უამრავი პრობლემის წინაშე დადგება.