ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი" თანახმაა დიდი ხნის კონკურენტ კომპანიას "ჯონსონი და ჯონსონი" დაეხმაროს, რათა კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს.
როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მთელ მსოფლიოში, ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინაზე მოთხოვნას ვერ აუდიან. მასობრივ წარმოებაში არსებული პრობლემები ვაქცინის დასავლურ მწარმოებლებს წინასწარ დადებული კონტრაქტების პირობების შესრულების საშუალებას არ აძლევს. ორი კომპანიის შეთანხმება მომდევნო თვეებში ამერიკის ჯანდაცვას მილიონობით ახალი დოზით უზრუნველყოფს.
ასევე ნახეთ: ამერიკაში დღეს მესამე ვაქცინის დამტკიცებას ელოდებიანორი კომპანიის შეთანხმების შესახებ განცხადება თეთრმა სახლმაც გააკეთა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ეს ნაბიჯი "მნიშვნელოვანი მიღწევაა", რაც ამერიკას საშუალებას მისცემს უკვე მაისში კოვიდ-19-ის ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის ჰქონდეს. "გვირაბის ბოლოს სინათლეა... თუმცა [პანდემია] ჯერ არ დასრულებულა" - თქვა მან.
ფარმაცევტულმა კომპანიამ "ჯონსონი და ჯონსონი" კოვიდ-19-ის ვაქცინის ჯერ მხოლოდ 3.9 მილიონი დოზის წარმოება შეძლო. მისი ვაქცინა შეერთებულ შტატებში გასულ კვირაში დაამტკიცეს, საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე. კომპანია პირობას დებს, რომ ივნისამდე კიდევ 100 მილიონამდე დოზას გამოუშვებს.