ამერიკის შეერთებულ შტატებში 14 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელი პანდემიის განმავლობაში ყველაზე სწრაფად გაიზარდა და ამ დროს ინფიცირების მილიონამდე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მხოლოდ ამ კვირის ოთხშაბათს, კოვიდ 19-ი ქვეყანაში 60 000 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, ამერიკაში კოვიდ 19-ი 8 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 210 000-ს აჭარბებს.
კოვიდ 19-ით ინფიცირების მაჩვენებლები ყველა შტატში იზრდება თუმცა, განსაკუთრებით, ზრდა შეინიშნება შუა დასავლეთ შტატებში. დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ კოვიდ 19-ის გავრცელებას ტემპერატურის ვარდნა უწყობს, რადგან უფრო მეტი ადამიანი ატარებს დიდ დროს დახურულ სივრცეებში.
რთული ვითარებაა ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში, სადაც გაზაფხულის შემდეგ კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება.