სააგენტო "როიტერის" ცნობით, პანდემიის გამოცხადებიდან 8 თვის თავზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ19-ის შემთხვევები 22 შტატში მზარდია. სააგენტო ინფიცირების მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა და შესაძლოა ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდოს.
მონაცემებით ირკვევა, რომ კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება შუა დასავლეთის და სამხრეთის შტატებში, მაშინ როცა 8-22 აგვისტოს ჩათვლით, კოვიდ19-ის შემთხვევების მზარდი ტენდენცია მხოლოდ სამ შტატში - ჰავაიში, ილინოისსა და სამხრეთ დაკოტაში - იზრდებოდა.
ასევე ნახეთ: ვაქცინას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში 1 ნოემბერს ელოდებიანკოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა სამხრეთ დაკოტაში 126%-ით არის გაზრდილი. დამატებით დაინფიცირდა 3 700 ადამიანი. აიოვის შტატში ბოლო ორ კვირაში დაინფიცირდა 13 600 ადამიანი, ჩრდილოეთ დაკოტაში კი - 3 600.
მზარდი მონაცემების პარალელურად, ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება კალიფორნიაში, ტეხასსა და ფლორიდაში.
ასევე ნახეთ: 30 წლის შემდეგ პირველად ავსტრალიაში რეცესიის შესახებ საუბრობენკალიფორნიაში წინა 2 კვირის მონაცემებთან შედარებით, 39 000 ადამიანით ნაკლებს დაუდასტურდა კოვიდ19. თუმცა, სხვა შტატებში ამავე პერიოდში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 37 000 მეტ ადამიანს.
ამერიკის შეერთებული შტატებს მოსლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კოვიდ 19 დაუდასტურდა 6 000 000-ზე მეტ ადამიანს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 190 000-ს აჭარბებს.