აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ, „ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს“ ხელმძღვანელს მაიკლ პეკს აუკრძალა საკუთარი კადრების დანიშვნა იმ ორგანიზაციის სამეთვალყურეო თანამდებობაზე, რომელიც მთელს მსოფლიოში, ინტერნეტის თავისუფლების საკითხებზე მუშაოაბს.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტაციის სასამართლოს განჩინება. საქმე ეხება ორგანიზაცია „ღია ტექნოლოგიების ფონდს“, რომელიც „ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს“ შემადგენლობაშია. „ამერიკის ხმა“, გლობალური მედიის სააგენტოს ნაწილია, თუმცა ეს რეგულაცები მასზე გავლენას არ ახდენს.

USAGM

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი იურიდიული ბარიერია მაიკლ პეკისთვის, მას შემდეგ, რაც „ამერიკის გლობალური მედიის“ სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა. პეკი თანამდებობაზე, მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა.

სააპელაციო სასამართლო აცხადებს, რომ პეკს არ აქვს იგივე უდფლებამოსილება ინტერნეტზე ორიენტირებული არამომგებიანი „ღია ტექნოლოგიების ფონდის“ მიმართ, რაც მას მთავრობის მიერ დაფუძნებული გლობალური მედია ორგანიზაციების მიმართ აქვს.

კონსერვატორმა კინორეჟისორმა, მაიკლ პეკმა, „ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე სენატის თანხმობა, წარდგენიდან ორი წლის თავზე, გასულ თვეში მოიპოვა.

ასევე ნახეთ: USAGM-ში განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებს დემოკრატი კონგრესმენები აკრიტიკებენ

მმართველობის პირველ კვირაში, პეკმა სამსახურიდან გაათავისუფლა მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ისინი, ვინც თანამდებობზე მაიკლ პეკის დანიშვნას აკრიტიკებენ, ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ის, თავისი ადმინისტრაციის საქმიანობის ხელსაყრელი გაშუქების მიზნით წარადგინა.