კონგრესმენთა ნაწილი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დაზვერვის პროგრამის შეღუდვას ითხოვს
Your browser doesn’t support HTML5
წარმომადგენელთა პალატა კენჭისყრის შედეგად ცოტათი ჩამორჩა საჭირო ხმებს რომ მიეღო შესწორება, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თვალთვალის პროგრამის მუშაობას შეზღუდავს, მისი მეშვეობით ასობით მილიონი ამერიკელის სატელეფონო საუბრები კონტროლდება. ხმის მიცემის პროცესი პრეზიდენტ ბარაკ ობამას დემოკრატი წარმომადგენლების და რესპუბლიკელები ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მაღალჩინოსნებთან პაექრობაში გადაიზარდა. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ ამ პროგრამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ტერორიზმთან ბრძოლაში, ხოლო ლიბერალ-დემოკრატების და ლიბერალ-რესპუბლიკელების კოალიცია აცხადებდა, რომ ეს პროგრამა ადამიანის ძირითად უფლებებს არღვევს. კაპიტოლიუმიდან ამერიკის ხმის კონგრესის მუშაობის მიმომხილველი, კორესპონდენტი სინდი სეინი მოგვითხრობს.
რესპუბლიკელების წარმომადგენელი ჯასტინ ემიში მიჩიგანის შტატიდან მთავარი ორგანიზატორი იყო შესწორების მიღების, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სატელეფონო მოსმენების და სხვა პირადი მონაცემების გაკონტროლების საშუალებას შეუზღუდავს. ამას ითვალისწინებს პატრიოტის აქტი, და შეზღუდვა ხდება მაშინ, როდესაც სააგენტო პირველად გამოავლენს პირს, რომელიც გამოძიებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. ემიშმა თავის კოლეგა კანონმდებლები დებატებში გამოიწვია.
ჯასტინ ემიში: იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ხალხს, რომლის ინტერესებსაც წარმოვადგენთ, კითხვაზე ვუპასუხოთ. ხართ თუ არა იმის წინააღმდეგ რომ ნაკლებად საეჭვო პირების სატელეფონო კონტროლი არ მოხდეს.
ეს შესწორება იყო 100-დან ერთი, რომელიც მიბმული იყო 2014 წლის 598 მილიარდ დოლარიან თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სწორედ მან გამოიწვია წარმომადგენელთა პალატაში მწვავე დებატების პროვოცირება ეროვნული უსაფრთხოების და პირადი ინფორმაციის დაცვის თემაზე.
კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა: 205 მომხრე, 217 წინააღმდეგი.
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ მაიკ როჯერმა მკაცრად დაიცვა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სატელეფონო მოსმენების პროგრამა. მისი განცხადებით ამ პროგრამის გაუქმება ამერიკას 2001 წლის 11 სექტემბრამდე, ტერორისტების თავდასხმამდე მდგომარეობაში დააბრუნებს, როდესაც დაზვერვის სამსახურებს პირად ინფორმაციასთან წვდომა არ ჰქონდათ. მან განცხადა რომ, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს პროგრამამ 54 ტერაქტის აღკვეთა შეძლო.
მაიკ ოჯერი: ამ და სხვა პროგრამამ ორმოცდათოთხმეტჯერ შეაჩერა და აღკვეთა ტერორისტული საფრთხე ამერიკაშიც და ევროპაშიც და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა. ეს თამაში არ არაა.
თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯეი კარნიმ განცხადება გაავრცელა, სადაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა წარმომადგენელთა პალატის ძალისხმევას რომ გააუქმონ თვალთვალის პროგრამა, ნაჩქარევი უწოდა, რადგან ის დაზვერვის ერთ-ერთი მთავარ იარაღს წარმოადგენს ტერორიზმთან ბრძოლაში. კარნიმ განაცხადა რომ პრეზიდენტი მზად არის იმუშაოს პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ თვეს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის მიერ გამოქვეყნებულ მასალებშიც ფიგურირებდა, თუმცა მისი აზრით ეს არ იყო სწორი მიდგომა. სნოუდენის მასალებმა გამოიწვია შეშფოთება შეერთებულ შტატებშიც და მის საზღვრებს გარეთ, ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის თვალთვალის მასშტაბურობის გამო, რომელშიც შედიოდა უბრალო მოქალაქეების სატელეფონო მოსმენა და სხვა პირადი მონაცემების შეგროვება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს შესწორება წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან სენატის მხარდაჭერა მიიღოს. მოსალოდნელია ისიც რომ პრეზიდენტმა ობამამ მას ვეტო დაადოს. თუმცა ზოგიერთი კანონმდებელი ამბობს, რომ დახურული კენჭისყრა და ემოციური დებატები იმის მაჩვენებელია, რომ მომავალ თვეებში კონგრესი აპირებს გამოიძიოს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დაზვერვის პროგრამის კომპეტენციის მასშტაბები და მნიშვნელობა.