რომნი და ობამა ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკაზე ვერ თანხმდებიან

პრეზიდენტმა ობამამ ჩინეთს „მოწინააღმდეგე“ უწოდა, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ ის სიამოვნებით ითანამშრომლებს პეკინთან
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი ოპონენტი მიტ რომნი ფლორიდაში გამართულ უკანასკნელ საპრეზიდენტო დებატებში დაუპირისპირდნენ ერთამენთს. კანდიდატებმა საგარეო ურთიერთოებების სხვა საკითხებთან ერთად ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

პრეზიდენტმა ობამამ ჩინეთს „მოწინააღმდეგე“ უწოდა, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ ის სიამოვნებით ითანამშრომლებს პეკინთან იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება თამაშის წესებს დაიცავს.

„ჩინეთი მოწინააღმდეგეა, მაგრამ ასევე არსებობს პოტენციალი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოების პარტნიორი გახდეს, თუ წესებს დაიცავს. ჩემი პრეზიდენტად არჩევის დღიდან იმას ვფიქრობ, რომ ჩინეთს დაჟინებით ვთხოვოთ იგივე წესებით იხელმძღვანელოს, რომლითაც მთელი მსოფლიო მუშაობს.“