თავდასხმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციით უნდა მომხდარიყო
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობასთან დააკავეს ადამიანი, რომელიც ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდა.
სავარაუდოდ, თავდასხმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციით უნდა მომხდარიყო. თუმცა, სამართალდამცავებმა მოწყობილობის გაუვნებელყოფა მოახერხეს.
კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებით, პარასკევს განხორციელებული ოპერაცია რამდენიმე ხანია გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობით იგეგმებოდა.