გადაურჩება თუ არა ამერიკის მთავრობა დახურვას?

მომავალ სამშაბათამდე კონგრესმა სესხის ვალის ზღვრის გაზრდის კანონპროექტიც უნდა დაამტკიცოს
დღეს შეერთებული შტატების სენატი კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც ამერიკის მთავრობის დახურვას ეხება.

თუ სენატორები კანონს მიიღებენ, ის წარმომადგენელთა პალატაში დაბრუნდება, სადაც კონგრესმენები დაამტკიცებენ და მთავრობა არ დაიხურება.

გუშინ პრეზიდენტმა ობამამ გააკრიტიკა ის რესპუბლიკელები, ვინც მისი ჯანდაცვის რეფორმას ეწინააღმდეგება და მთავრობის დახურვით მანიპულირებაში დასდო მათ ბრალი.

მომავალ სამშაბათამდე ასევე უნდა დამტკიცდეს ვალის ზღვრის გაზრდის კანონპროექტიც. თუ კონგრესმენები 17 ოქტომბრამდე ამ საკითხზე ვერ შეთანხმდებიან, შეერთებულ შტატების ისტორიაში პირველად ვალის დეფოლტი მოხდება.

თუ წარმომადგენელთა პალატა ზღვრის გაზრდის კანონს დაამტკიცებს, ეს საშუალებას მისცემს სახელმწიფო ხაზინას გაზარდოს სესხის ზღვარი და მთავრობის ვალი გადაიხადოს. თუ არადა ობამას ჯანდაცვის რეფორმა ერთი წლით გადავადდება.