ობამას საკვირაო მიმართვა ბიუჯეტს დაეთმო

President Barack Obama speaks at the Police Academy in Denver, Colorado, Apr. 3, 2013.

ობამა დემოკრატების მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს რეალისტურად აფასებს , თუმცა რესპუბლიკელები მას დაუბალანსებელს უწოდებენ

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონი


ამ კვირაში პრეზიდენტი ობამა თავის ხედვას წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების შემცირებასა და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით. მოსახლეობის საბიუჯეტო მომავალზე ზრუნვა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც განახლდა ნერვიულობა ნელი პროცესით ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა ამერიკის მყიფე ეკონომიკის აღდგენაზე კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა იქონიოს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურს რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დეფიციტი შეამციროს.

ბარაკ ობამა: დეფიციტის ყველანაირი საშუალებით შემცირება და ინვესტიციები ეკონომიკური ზრდისთვის , ამ ორ მომენტს შორის ვაშინგტონში წლების განმავლობაში ყოველთვის იყო დავა. ეს ბიუჯეტი ამის საშუალებას აღარ იძლევა. ვინაიდან ამ ბიუჯეტით ამოსარჩევი არ ხდება ეკონომიკური პრიორიტეტი, რადგან ორივე შესაძლებელია.

პრეზიდენტი ობამა აცხადებს რომ, ამ ბიუჯეტით ხარჯები დაიზოგება და შემცირდება კორპორატიული გადასახადები , და ეს ინფრასტრუქტურისა და განათლების სფეროში ხარჯების გაზრდის პარალელურად მოხდება.

რესპუბლიკელებმა ამ შეთავაზებაზე უკვე უარი თქვეს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი ამბობს რომ, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენელი ბიუჯეტი არასდროს არის დაბალანსებული. რესპუბლიკური პარტიის ყოფილი სენატორი სამ ბრაუნბეკი აცხადებს რომ, კერძო სექტორი არის საკვანძო სფერო გაუმჯობესებული ეკონომიკური სიტუაციისთვის და ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსების კუთხით.

კანზასის შტატის ყოფილი სენატორი ბრაუნბეკი: ჩვენი, რესპუბლიკური პარტიის მესიჯი მოსახლეობის მიმართ არის იმედის და ხალხის რწმენის გამყარების მცდელობა საკუთარ ძალებში , ვიდრე ის რომ მთავრობას კონტროლის საშუალება მისცენ.

ბიუჯეტის შესახებ დავა ფედერალური საბიუჯეტო ხარჯების შეკვეციდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ დაიწყო. ხარჯების შეკვეცამ შესაძლოა შრომითი ბირჟა შეასუსტოს. შეერთებული შტატების ეკონომიკამ გასულ თვეს არანაკლებ ასი ათასი სამუშაო ადგილი შექმნა.

თეთრი სახლის ეკონომისტი ალან კრუგერი: მთავრობამ შეიტყო იმის თაობაზე რომ ზოგიერთი კომპანიები ბიუჯეტის შეკვეცის გამო ახალი თანამშრომლების სამსახურში აყვანის გეგმებს ცვლიან. ცხადია, სამთავრობო ხარჯების შეკვეცა სეკვესტრმა გამოიწვია. ასე რომ წინ წასვლა, ეკონომიკისთვის ტვირთია.

რესპუბლიკელები თეთრ სახლს სეკვესტრის გავლენის გაზვიადებასთან დაკავშირებით ბრალს დებენ.

პროგნოზით, შეერთებული შტატების დეფიციტმა მიმდინარე წელს 900 მილიარდი უნდა შეადგინოს, რაც წინა წლებთან შედარებით ცოტათი ნაკლებია. კონგრესში, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატამ და დემოკრატების მიერ კონტროლირებადმა სენატმა , ორივემ ბიუჯეტის საკუთარი ვარიანტები დაამტკიცა, თუმცა სავარაუდოდ არცერთი იქცევა ქვეყნის მთვარ ფინანსურ კანონად.

ეგრეთ წოდებული „ დიდი გარიგების“ შესახებ ორპარტიული კომპრომისის უქონლობის გამო სეკვესტრი ძალაში რჩება და ასევე ეკონომისტთა უმრავლესობის შეფასებით დეფიციტიც არამდგრადი იქნება