ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩება

დევიდ კამერონმა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რეფერენდუმის ჩატარების წინადადება წამოაყენა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების შესახებ ბრიტანელი პრემიერ მინისტრის გამოსვლას დიდი ხანია ელოდნენ. 23 იანვრის გამოსვლაში დევიდ კამერონმა ევროპასთან კავშირის საკუთარი ხედვა გაახმოვანა, და ამასთან , მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რეფერენდუმის ჩატარების წინადადებაც წამოაყენა.
დევიდ კამერონი აცხადებს, რომ მას დიდი ბრიტანეთის ევროპის კავშირში დარჩენა სწადია, თუმცა ახალი პირობების საფუძველზე. პრემიერი ამასთან დარწმუნეულია, რომ მისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები კარგად იქნება დაცული ისეთი ტიპის ევროკავშირში, რომელიც მოქნილი და ადაპტაციას მორგებულია.
ამ ფონზე, ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობა მჭიდრო ინტეგრაციის იდეით არის შეპყრობილი. ამ მიდგომას დიდი ბრიტანეთი ყოველთვის სკეპტიკურად აღიქვამდა. წლების წინ ლონდონმა უარი თქვა საერთო ევრო ვალუტის მიღებაზე და არც საზღვრების ღიაობის შეთანხმებას შეუერთდა.
ბრიტანელები უფრო ზოგადად , ევროკავშირის მიერ დაწესებულ წესებს ემიჯნებიან, და ევროპარლამენტისა და ინსტიტუციური ბიუროკრატიისთვის მეტი ძალაუფლების გადაცემაში ბრიუსელს ადანაშაულებენ.
თუმცა კონტინენტის ძლიერი ქვეყნები ბრიტანეთს წევრობის პარალელურად, განსხვავებულ პირობებზე აღარ ჯერდებიან.
ოთხშაბათს, საფრანგეთის მინისტრმა ევროპულ საკითხებში ევროპელი კოლეგების პოზიცია გაახმოვანა:
მისი თქმით, ევროკავშირი ძლიერი, ინტეგრირებული და თანმიმდევრული უნდა იყოს. ამ კონტექსტში, დიდმა ბრიტანეთმა ბრიუსელის პოლიტიკა თვითნებურად არ უნდა გამოიყენოს.
ბოლო პერიოდში, ბრიტანეთის პრემიერი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ევროპასთან ზომიერი მიდგომის შემუშავებისთვის. კოალიციის წევრმა და მისმა პარტნიორმა, პრემიერ მინისტრის მოადგილე ნიკ კლეგმა თქვა, რომ გაურკვევლობა ლონდონს მხოლოდ ვნებს:
ნიკ კლეგი შენიშნავს, რომ წლების მანძილზე გაწელილი მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ურთიერთობების საკითხში, არ არის ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში რადგან გაუგებრობა მხოლოდ ვნებს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმების პრობლემას.
ოპოზიციონერმა ედ მილიბანდმა საკუთარი შეშფოთება პარლამენტის სესიის დროს დააფიქსირა.
კლეგი: „პრემიერ მინისტრი დიდ ბრიტანეთს გაურკვეველ მომავალს სთავაზობს. ამას მძიმე დარტყმა ექნება ჩვენს ეკონომიკაზე.“
მოსალოდნელია, რომ მომავლაი ორი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ამ საკითხს, საარჩევნო კამპანიაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ექნება.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრმა გამოსვლის მთავარი პუნქტები მმართველი კონსერვატიული პარტიის ევროკავშირთან ურთიერთობების მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების ზეწოლით მოახდინა. ამ მოსაზრებების დაწინაურების მიზნით, კამერონი სავარაუდოდ მოითხოვს, რომ ევროკავშირმა ლონდონი არ შეიყვანოს მუშათა უფლებების დაცვის, ძალოვანი სტრუქტურებისა და უსაფრთხოების ინიციატივებში.
ლონდონში ბაზირებული ექსპერტი იან ბეგი კი ფიქრობს, რომ სწორედ ზემოხსენებული შეთანხმებებიდან გათიშვის გამო, ლონდონის ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკა საფრთხის ქვეშ დგება.
მისი აზრით, დევიდ კამერონმა ახალი შეთანხმება რომც შეიმუშავოს ევროკავშირთან, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა სავარაუდოდ ამ წინადადებებს რეფერენდუმისას მხარს არ დაუჭერს. ექსპერტის დასკვნით პროცესს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ლიდერმა გუშინდელი მოხსენებით გაუხსნა გზა, ლონდონის და ევროკავშირს გათიშვას გამოიწვევს.