ფეხით, ავტობუსით და მატარებლით ერთთვიანი მოგზაურობის შემდეგ, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ცენტრალური ნაწილიდან წამოსული ქარავანი მექსიკის საზღვართან გაჩერდა და შეერთებული შტატების მთავრობას თავშესაფარს სთხოვს. 150-მდე ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში ბევრი ამბობს, რომ საკუთარ სახელმწიფოში უსამართლო დევნის და პატიმრობის საფრთხე ემუქრება.
მექსიკის საიმიგრაციო სამსახური აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც დაახლოებით 300 კაცს ემსახურება, ისედაც სავსეა.
ორშაბათს საღამოს, შეერთებულ შტატებში გადასვლის მსურველი მიგრანტების ჯგუფიდან, ქვეყანაში მხოლოდ რვა ადამიანი შეუშვეს და მათ საბუთებს განიხილავენ. დანარჩენები კი ღამით ქუჩაში, პუნქტთან ახლოს დაბანაკდნენ და საკუთარ რიგს ნერვიულად, მაგრამ იმედით ელოდნენ.