ამერიკელი გენერლის თქმით აშშ და სამხრეთ კორეა ანტისარაკეტო სისტემის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობენ

კო დანფორდი

უმაღლესი რანგის ამერიკელი გენერალი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მისი სამხრეთ კორეელი მოკავშირეები „ტექნიკური ხასიათის საკითხებზე“ მუშაობენ, სანამ ამერიკა კორეის ნახევარკუნძულზე ანტისარაკეტო სისტემას სრულად განალაგებს.

შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა ჯო დანფორდმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯაი ინმა, ორშაბათს, სეულში შეხვედრისას, ანტისარაკეტო სისტემის სრულად განლაგების კონკრეტულ ვადებზე არ ისაუბრეს.

თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა და სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, „უოლ სტრიტ ჯორნელში“ გამოქვეყნებულ ერთობლივ პუბლიკაციაში, სამხრეთ კორეის ახალი მთავრობა, „ამერიკული ანტი-სარაკეტო სისტემის განლაგების საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯებისთვის“ შეაქეს.